გათბობა
კონტაქტიგათბობის სისტემა წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს ზამთრის ცივ დღეებში.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ გათბობის სისტემის მრავალფეროვან არჩევანს.
გათბობობის ქვაბი - საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ჩვენს ყოველდღიურობაში, მისი დახმარებით შეგვიძლია, როგორც გათბობა ისე ცხელი წყლის მიღება. გათბობის ქვაბი გვაქვს ორი სახის, ესენია: კედლის ქვაბი და სტაციონალური (დასადგამი). განსხვავება არის კვტ/სთ-ში.
სპლიტ სისტემა - საკმაოდ ფართოდ გამოყენებული სისტემა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ერთი კონკრეტული სათავსის გათბობა. სპლიტ კონდიციონერი არის ორი ტიპის, ესენია: ინვერტორული სისტემით და ON/OFF (ჩართვა-გათიშვა) ფუნქციით. განსხვავება მათში არის ელექტრო ენერგიის მოხმარების სხვაობა. ჩვენს მომხმარებელს რეკომენდაციას ვუწევთ ყოვენთვის ინვერტორულ ძრავიან კონდიციონერზე, რადგან სხვაობა ელ.ენერგიის მოხმარებაში არის დაახლოებით 10-30%-მდე (დამოკიდებულია ბრენზე)
მულტი ზონალური სისტემა - წარმოადგენილია საკმაოდ მოსახერხებელ საშუალებად. იმ შემთხვევაში თუ გვესაჭიროება ბინაში რამოდენიმე შიდა აგრეგატი და არ გვაქვს შესაძლებლობა შესაბამისი გარე აგრეგატი დავამონტაჟების, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ერთ გარე აგრეგატს დავუკავშიროთ - 2დან 5-მდე შიდა აგრეგატი. ბინის დიზაინთან ერთად შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ რამოდენიმე სახეობის აგრეგატზე, როგორებიცაა: სპლიტ ბლოკი, კასეტური ბლოკი, არხული ბლოკი და ა.შ.
VRF სისტემა - წარმოადგენს გათბობის სისტემის ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტს. მისი მუშაობის პრინციპი არის შემდეგნაირი - ერთი გარე ბლოკის დახმარებით შეგვიძლია გავათბოთ ან გავაგრილოთ რამოდენიმე ათეული შიდა სივრცე. შიდა და გარე აგრეგატების დამაკავშირებელად გამოიყენება სპილენძის მილი. დამატებითი პლიუსი რაც აქვს ეს არის ცენტრალური სისტემის მართვის პულტი, რისი დახმარებითაც შეგვიძლია ნებისმიერი წერტილიდან ვმართოთ შიდა აგრეგატი სმარტფონით, პლანშეტით, ლეპტოპით და ა.შ. VRF სისტემას აქვს შიდა აგრეგატების რამოდენიმე ვარიანტი, ესენია:
კედლის ბლოკი, არხული ბლოკი, არხული ბლოკი კედელზე სამონტაჟო, კასეტური ბლოკი ცალმხრივი, ორმხრივი და ოთხმხრივი ჰაერის დაბერვის ფუნქციით, კასეტური ბლოკი 360 გრადუსიანი (მრგვალი), ჭერ-იატაკის ბლოკი.
ჩვენი ვემსახურებით შემდეგ ობიექტებს:
- სასტუმროები;
- რესტორნები;
- კლინიკები;
- აფთიაქები;
- გასართობი ცენტრები;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები;
- საოფისე ფართები;
- სასაწყობე ფართები;
- მაღაზიები;
- წარმოება;
- აუზები;
- კერძო სახლები;
- კორპუსის ბინები.